ხვიჩას გარეშე - ნაპოლიმ ქამბექით მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა. მე-13 ტურში „ატალანტა“ ბერგამოში ადემოლა ლუკმენის გოლით „ნაპოლის“ ამარცხებდა, მე-19 წუთზე ნიგერიელმა პენალტი ზუსტად შეასრულა, თუმცა 23-ე წუთზე ზელინსკის ჩაწოდების შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა, 35-ე წუთზე კი ელიფ ელმასმა გამარჯების გოლი შეაგდო. მეორე გოლისას საგოლე გადაცემა ოსიმენმა შეასრულა. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა, სპალეტის გუნდმა 1:2 გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ მატჩი წელის ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ნეაპოლურმა კლუბმა მის გარეშეც გაიმარჯვა. 13 ტურში სპალეტის გუნდმა 35 ქულა დააგროვა, დაუმარცხებელია და მეორეადგილოსან „ატალანტას“ 8 ქულით უსწრებს, თუმცა თუ მესამე ადგილზე მყოფი „მილანი“ შინ „სპეციას“ დაამარცხებს, მილანურ გუნდსა და ლიდერს შორის სხვაობა 6 ქულამდე შემცირდება.
მე-14 ტურში „ნაპოლი“ „ემპოლის“ უმასპინძლებს. შეხვედრა „დიეგო მარადონაზე“ 8 ნოემბერს გაიმართება.