ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩეხეთში
ჩეხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში „ბოჰემიანსი“ შინ „ზლინთან“ 1:2 დამარცხდა. ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა, „ზლინის“ ქართველი შემტევის, ვახტანგ ჭანტურიშვილის საგოლე გადაცემით მარტინ ფილომ თავური დარტყმით გაიტანა. 36-ე წუთზე ჭანტურიშვილმა შორი მანძილიდან გამოიჩინა თავი, ამ ეპიზოდში მეკარე მარტივ ვითარებაში შეცდა და ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 0:2 გახდა.
შესვენების შემდეგ „ბოჰემიანსმა“ თამაში შემოატრიალა, 3 გოლი შეაგდო და 3:2 გაიმარჯვა.
16-გუნდიან ჩემპიონატში ვახტანგ ჭანტურიშვილის გუნდი „ზლინი“ 12 ქულით მე-15 ადგილზეა.
29 წლის ჭანტურიშვილი „ზლინში“ 2019 წლის ზამთრიდან ასპარეზობს, ჩეხურ კლუბში 105 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.