ლუკა ლოჩოშვილი, სალერნიტანა, კრემონეზე
Aa
Aa

ფრე დრამატულ მატჩში - ლოჩოშვილი ტრავმას გადაურჩა

სერია ა-ს მე-13 ტურში „სალერნიტანამ“ „კრემონეზეს“ უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დასრულდა. სტუმართა სასტარტოში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ითამაშა, მეორე ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქის ფეხბურთელმა ლუკას ხელი კრა და ქართველი მცველი სათადარიგოთა სკამს დაეჯახა, თუმცა ტრავმას გადაურჩა.

ანგარიში მესამე წუთზე „სალერნიტანას“ პოლონელმა ფორვარდმა კშიშტოფ პიონტეკმა გახსნა. ამ გოლისას ლუკა ლოჩოშვილს შეცდომა არ დაუშვია. მე-12 წუთზე ოკერეკემ ანგარიში გაათანაბრა. 38-ე წუთზე ლასანა კულიბალიმ მასპინძლები დააწინაურა. კულიბალი ლუკა ლოჩოშვილს გაცდა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან გაიტანა.

89-ე წუთზე დანიელ ჩიოფანიმ სტუმრები მარცხისგან იხსნა, „კრემონეზემ“ მიმდინარე სეზონში 13-დან 6 შეხვედრა ფრედ დაასრულა, ბოლოადგილოსან „ვერონას“ 1 ქულით უსწრებს და „სამპდორიას“ მსგავსად 6 ქულა დააგროვა, თუმცა გენუურ კლუბს მე-13 ტურის მატჩი „ფიორენტინასთან“ ჯერ არ ჩაუტარებია, ეს შეხვედრა 6 ნოემბერს „ლუიჯი ფერარიზე“ შედგება.

სერია ა-ში „კრემონეზე“ კვლავ ერთადერთი გუნდია, რომელსაც გამარჯვება არ მოუპოვებია, თუმცა ბოლო 4 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დათმო.

შეფასებები

ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად იასპარეზა, Sofascore-მა 6,7 დაუწერა. „კრემონეზე“ სამი ცენტრალური მცველით თამაშობს, ლოჩოშვილთან ერთად ჯეკ ჰენდრი და ემანუელ აივუ მოქმედებდნენ, რომლებსაც შესაბამისად 6.6 და 6,9 დაუწერეს, ხოლო ყველაზე დაბალი შეფასება მეკარე მარკო კარნესეკიმ მიიღო - 5,4.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას შემდეგ - მანქანა კიმ მინ-ჯესაც მოჰპარეს
კვარაცხელიას შემდეგ - მანქანა კიმ მინ-ჯესაც მოჰპარეს