ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Il Mattino: „ძარცვის შემდეგ ხვიჩა საცხოვრებლის შეცვლაზე ფიქრობს“

Il Mattino-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია საცხოვრებელი სახლის შეცვლაზე ფიქრობს. ამჟამად, ქართველი ფეხბურთელი პარკო კუმაში ცხოვრობს, თუმცა შესაძლოა, ბინა ნეაპოლის ცენტრალურ ნაწილში იქირავოს. მიზეზი 4 ნოემბერს დაფიქსირებული უსიამოვნო ფაქტია, როცა ქართველი ფეხბურთელის მანქანა მოიპარეს. სამართალდამცავებმა ავტომობილი  24 საათზე ნაკლებ დროში იპოვეს, თუმცა ამ ფაქტმა ხვიჩა საცხოვრებლის შეცვლაზე დააფიქრა. გარდა ამისა, ავტომობილი ხვიჩას თანაგუნდელის, კიმის მეუღლეს მოჰპარეს.

ამჟამად, ხვიჩა „ნაპოლის“ ბაზასთან, „კასტელ ვოლტურნოსთან“ ახლოს ცხოვრობს. მისი სურვილი იყო, რომ ბაზასთან ახლოს ეცხოვრა და ბინაც ამ პრინციპით შეარჩია, თუმცა შესაძლოა, ბინა დატოვოს და საცხოვრებელი სახლი ნეაპოლის ცენტრში იქირავოს.

შეგახსენებთ, ხვიჩას მანქანა Mini Countryman-ი 4 ნოემბერს მოჰპარეს. 24 საათზე ნაკლებ დროში იტალიის პოლიციამ მანქანა ნეაპოლთან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე დასახლებაში, ტრენტოლა დუჩენტაში აღმოაჩინა. IL Mattino-ს ცნობით, ავტომობილს დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

ქურდებმა კარგად შეისწავლეს ხვიჩას გადაადგილებები, მისი გრაფიკი, მისი ჩვევები, მისი მოქმედებები, როდის ტოვებდა სახლს, როდის ბრუნდებოდა სახლში, ვის იღებდა სტუმრად და ვისთან ერთად ცხოვრობდა. ქურდებმა სახლის მთავარ შესასვლელს გვერდი აუარეს, სახლის მეორე კარი გააღეს და ასე შეაღწიეს სახლში. როცა მძარცველები სახლში შევიდნენ, ხვიჩას ეძინა.

გასულ წელს „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის Fiat Panda მოჰპარეს, თუმცა მისი პოვნა პოლიციამ ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას შემდეგ - მანქანა კიმ მინ-ჯესაც მოჰპარეს
კვარაცხელიას შემდეგ - მანქანა კიმ მინ-ჯესაც მოჰპარეს