ანჩელოტის ყოფილი ასისტენტი: “ხვიჩა ახალი კაკა არ არის, ის განსხვავებულია“
კარგი თამაშის გამო მსოფლიო პრესა კვარაცხელიას გვარით არის აჭრელებული. ქართველ ფეხბურთელზე არაერთი ცნობილი გამოცემა წერს და ასევე არაერთი ცნობილი ადამიანი საუბრობს.
მაგალითად, ამჯერად კარლო ანჩელოტის ყოფილმა ასისტენტმა ჯორჯო კიაშინიმ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი და კიაშინი „ნაპოლიში“ მუშაობდნენ ერთად.
რა თქვა კიაშინიმ?
„კვარაცხელია ახალი კაკა არ არის. ის განსხვავებულია. მას არაჩვეულებრივი ხარისხი აქვს და ამას ყოველ თამაშში ამტკიცებს. ხვიჩას მსგავსი მოთამაშეები მწვრთნელებს და კლუბებს უდიდეს შესაძლებლობებს აძლევენ. „ნაპოლი“ უნდა შევაქოთ, რადგან ასეთი ფეხბურთელის პოვნა ადვილი არ არის.“
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და სერია ა-ში გასამართ მომდევნო მატჩს „ატალანტას“ წინააღმდეგ გამოტოვებს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, 21 წლის შემტევს რეაბილიტაციისთვის 48-72 საათი სჭირდება და არის ვარაუდი, რომ „ემპოლისთან“ დაბრუნდება, თუმცა თუ ეს არ მოხერხდება, მაშინ „უდინეზესთან“ აუცილებლად მზად იქნება.