პეპ გუარდიოლა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

გუარდიოლა იბრას: ის მართალია, ჩემი ეგო ნებისმიერ ფეხბურთელზე დიდია

პეპ გუარდიოლა ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც ერლინგ ჰოლანდი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მისი კიდევ უფრო განვითარება პეპის ეგოზე იქნებოდა დამოკიდებული.

რა თქმა იბრამ

„ჰოლანდი ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა. ის არ აკეთებს იმას, რაც არ შეუძლია. ის არ ჩამოდის უკან ბურთის მისაღებად, არამედ ელოდება მას კარის წინ, რათა ყველაფერი გადაწყვიტოს. ის მაგონებს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ინძაგი, ტრეზეგე, ბობო ვიერი. ჰოლანდი არის ამ ფეხბურთელების ახალი ვერსია.

შეუძლია თუ არა გუარდიოლას მას განვითარებაში დაეხმაროს? ეს გუარდიოლას ეგოზეა დამოკიდებული, მისცემს თუ არა მას უფლებას, საკუთარ თავზე დიდი გახდეს“.

გუარდიოლას პასუხი

პეპმა ზლატანს ირონიულად უპასუხა:

„ის მართალია, ის აბსოლუტურად მართალია. ჩემი ეგო ამ კლუბში, ამ გუნდში ნებისმიერ სხვა ადამიანზე, ნებისმიერ მოთამაშეზე დიდია. არ მიყვარს, როცა ერლინგი სამ გოლს იტანს და მატჩის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი მასზე მოდის. ძალიან ეჭვიანი ვარ! მართალი გითხრათ, ძალიან ეჭვიანი ვარ!

მე მას ვუთხარი: „ერლინგ, მეტი გოლი აღარ გაიტანო, გთხოვ, თორემ გაზეთები არ ლაპარაკობენ ჩემზე და მხოლოდ შენზე წერენ.

ის (იბრაჰიმოვიჩი) მართალია, ძალიან კარგად მიცნობს. შესაძლოა, მან კიდევ ერთი წიგნი დაწეროს“,

- განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე: მუნდიალის ფინალიდან 3 დღეში ინგლისში თამაშებია - ეს სიგიჟეა
კონტე: მუნდიალის ფინალიდან 3 დღეში ინგლისში თამაშებია - ეს სიგიჟეა