NBA G ლიგა - ბეჟანიშვილმა სეზონი 14 ქულითა და მოგებით გახსნა
5 ნოემბერს NBA-ის განვითარების ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. როგორც ცნობილია, G ლიგაში წელს 2 ქართველი კალათბურთელი ითამაშებს - სანდრო მამუკელაშვილი „ვისკონსინ ჰერდის“ რიგებში, რომელიც „მილუოკის“ ეკუთვნის. მეორე კი გიორგი ბეჟანიშვილი „სკაიჰოუკსის“ რიგებში იქნება, რომელიც „ატლანტა ჰოუკსს“ ეკუთვნის.
„სკაიჰოუკსმა“ დღეს სეზონი გახსნა და „ლონგ აილენდ ნეტსს“ (ბრუკლინ ნეტსი) 135:93 მოუგო.
გიორგიმ თამაში სასტარტოდან დაიწყო და ჯამში 16 წუთი მიიღო. ამ დროში მისი მონაგარი 14 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება იყო. 5-დან 4 ორქულიანი გამოიყენა და 4-დან 4 ზუსტი საჯარიმო ისროლა.
???? NOPE ???? pic.twitter.com/3mwDCaCAti
— College Park Skyhawks (@CPSkyhawks) November 5, 2022
რაც შეეხება მამუკელაშვილს, მისმა „ვისკონსინმა“ „ვინდი სითისთან“ 110:115 წააგო, თუმცა „მამუს“ ტრავმის გამო არ უთამაშია. ის ვერც „მილუოკის“ ეხმარება. ქართველ კალათბურთელს ტვინის შერყევა აქვს.