ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სამედიცინო შტაბი მის მდგომარეობას შეაფასებს - რას წერენ ხვიჩას ტრავმაზე

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს. რამდენიმე წუთის წინ, „პარტენოპეიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ დღევანდელი ვარჯიშის ბოლოს, „კვარამ“ წელის მწვავე ტკივილი იგრძნო, რამაც აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა.

ხვიჩას ჯანმრთელობაზე Sky Sport Italia-მ დაწერა და გვაცნობა, რომ მომდევნო საათების განმავლობაში, „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები მის მდგომარეობას შეაფასებენ, რათა დაადგინონ, როდის შეძლებს დაბრუნებას. ამჟამინდელი ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არაა.

Sky Sport Italia-ს მსგავს ცნობებს გვაწვდის minutidirecupero, რომელიც ამბობს, რომ არის შანსი, „კვარა“ „ემპოლისთან“ დაბრუნდეს. თუ ეს არ მოხდა, დიდი ალბათობაა, რომ „უდინეზესთან“ ითამაშოს. ოდნავ განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა Sportmediaset-მა. მისი თქმით, მომდევნო 48-72 საათი გადამწყვეტი იქნება, რათა გავიგოთ, ხვიჩა როდის დაბრუნდება. იტალიური გამოცემის მიხედვით, მცირე შანსია, ხვიჩამ „ემპოლისთან“ ითამაშოს, თუმცა „უდინეზესთან“ სავარაუდოდ, მოედანზე იქნება.

ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლის“ 32 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები