იტალიელი მსახიობი: „ხვიჩა ბოტიჩელისა და ჯორჯ ბესტის მიქსია“
იტალიელმა მსახიობმა, სალვატორე ესპოზიტომ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ესპოზიტომ ინტერვიუ Sportweek-ს მისცა და განაცხადა, რომ „კვარა“ ჯორჯ ბესტისა და სანდრო ბოტიჩელის მიქსს წარმოადგენს.
„კვარაცხელია თავისი მოძრაობებით ჩრდილოეთ ირლანდიელ ჩემპიონს ჰგავს და მასთან ერთად, ნაპოლის ახალი გაზაფხული უდგას. ეს არის ვნება, რომელიც ხელახლა აყვავდა. „პატარა სიტყვას“ არ ვაჟღერებთ, მაგრამ მისი გვჯერა“.
შეგახსენებთ, რომ ახლახან, იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ „კვარაზე“ დაწერა და განაცხადა, რომ მას ევროპული ფეხბურთის გრანდები აკვირდებიან. მისი თქმით, „რეალმა“, „ლივერპულმა“, „ტოტენჰემმა“, „ჩელსიმ“ და „სიტიმ“ ხვიჩას დასაკვირვებლად იტალიაში სკაუტები გაგზავნეს, თუმცა „ნაპოლი“ მის გასხვისებას არ აპირებს და მას საკვანძო ფეხბურთელის სტატუსი აქვს.
ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლის“ 32 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“ ელის.