ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სერია ა-ში ხვიჩა მეორეა - Opta Analyst-ის საინტერესო სტატისტიკა

Opta Analyst-ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შექმნილი სახიფათო მომენტების რაოდენობის მიხედვით ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილზეა, მან 38 სახიფათო მომენტი შექმნა. „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი მხოლოდ „უდინეზეს“ ესპანელ შემტევს, ჯერარ დეულოფეუს ჩამორჩება, რომელმაც 44 სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა სათამაშო დროის რაოდენობის კუთხით განსხვავება დიდია, დეულოფეუმ 1031 წუთი ითამაშა, კვარაცხელიამ -  876 წუთი.

ათეულში ასევე მოხვდა „მილანის“ შემტევი რაფაელ ლეაო, რომელიც მე-9 ადგილზეა, 799 წუთში 29 სახიფათო მომენტი შექმნა.

სერია ა-ს მე-13 ტურში „ნაპოლი“ ბერგამოში „ატალანტას“ ესტუმრება. შეხვედრა 5 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ „კვარაზე“ დაწერა და განაცხადა, რომ მას ევროპული ფეხბურთის გრანდები აკვირდებიან. მისი თქმით, „რეალმა“, „ლივერპულმა“, „ტოტენჰემმა“, „ჩელსიმ“ და „სიტიმ“ ხვიჩას დასაკვირვებლად იტალიაში სკაუტები გაგზავნეს, თუმცა „ნაპოლი“ მის გასხვისებას არ აპირებს და მას საკვანძო ფეხბურთელის სტატუსი აქვს.

ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლის“ 32 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვასილი უტკინი: ნუ ადარებთ ხვიჩას მარადონას
ვასილი უტკინი: ნუ ადარებთ ხვიჩას მარადონას