ვან დეიკი: პატივს ვცემ იმას, რასაც მარტინესმა მიაღწია
ვირჯილ ვან დეიკმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ არგენტინელ ცენტრალურ მცველზე ლისანდრო მარტინესზე ისაუბრა.
მარტინესი პრემირ ლიგაში მოთამაშე ცენტრალურ მცველთა შორის ყველაზე დაბალია - 175 სმ. არგენტინელის მიმართ ამ მხრივ ხშირად არის საუბრები, თუმცა ლისანდრო ჯერჯერობით თავის საქმეს იდეალურად ასრულებს.
„თუ ცოტა მაღალი ხარ, ეს შეიძლება დაგეხმაროთ, მაგრამ გარკვეულწილად რაღაც ასპექტებში ეს ხელს გიშლის. ვფიქრობ, ლივერპულის წინააღმდეგ ლისანდრომ წარმოუდგენლად ითამაშა. ეს მანჩესტერ იუნაიტედისთვის კარგი ტრანსფერია - ძალიან ვნებიანი ფეხბურთელია, რომელიც ბურთით კარგად მოქმედებს. მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია.
მე პატივს ვცემ იმას, რასაც მარტინესმა მიაღწია. იმედი მაქვს, მანჩესტერ იუნაიტედში კარგად ითამაშებს, მაგრამ მას წარმატებებს არ ვუსურვებ! (იღიმის)
ვფიქრობ, ინგლისში ყველას ყოველთვის აქვს რაიმე სათქმელი, ნებისმიერ ადამიანზე! არა უშავს, ეს არ შეიცვლება. მაგრამ მან უკვე ბევრი კარგი მატჩი ჩაატარა. ლისანდრომ ამაზე არც უნდა იფიქროს“,
- განაცხადა ვან დეიკმა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის მარტინესი „მანჩესტერ იუნაიტედში“ „აიაქსიდან“ 57,37 + 10 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან კლუბის მაისურით 18 მატჩი ჩაატარა.