ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩას გრაფიკი და მოქმედებები კარგად შეისწავლეს“ - IL Mattino ძარცვაზე წერს

„ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი Mini Countryman- მოპარეს. IL Mattino-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ავტომობილი 24 საათზე ნაკლებ დროში, ნეაპოლის მახლობლად მდებარე კუმას დასახლებაში იპოვეს. 

როგორც IL Mattino იუწყება, ქურდებმა კარგად შეისწავლეს ხვიჩას გადაადგილებები, მისი გრაფიკი, მისი ჩვევები, მისი მოქმედებები, როდის ტოვებდა სახლს, როდის ბრუნდებოდა სახლში, ვის იღებდა სტუმრად და ვისთან ერთად ცხოვრობდა. ქურდებმა სახლის მთავარ შესასვლელს გვერდი აუარეს, სახლის მეორე კარი გააღეს და ასე შეაღწიეს სახლში. როცა მძარცველები სახლში შევიდნენ, ხვიჩას ეძინა.

იტალიური მედიის ცნობით, გასულ წელს „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის Fiat Panda მოიპარეს, თუმცა მისი პოვნა პოლიციამ ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ „კვარაზე“ დაწერა და განაცხადა, რომ მას ევროპული ფეხბურთის გრანდები აკვირდებიან. მისი თქმით, „რეალმა“, „ლივერპულმა“, „ტოტენჰემმა“, „ჩელსიმ“ და „სიტიმ“ ხვიჩას დასაკვირვებლად იტალიაში სკაუტები გაგზავნეს, თუმცა „ნაპოლი“ მის გასხვისებას არ აპირებს და მას საკვანძო ფეხბურთელის სტატუსი აქვს.

ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლის“ 32 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკვანძო პასების სტატისტიკა - ჩაკვე კონფერენს ლიგაზე საუკეთესოა
საკვანძო პასების სტატისტიკა - ჩაკვე კონფერენს ლიგაზე საუკეთესოა