გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

ჩაკვეტაძის მაგარი მატჩი - მასზე უკეთესი შეფასება დუბლის ავტორმაც ვერ მიიღო

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ქართველი ფეხბურთელების „სლოვანი“ სტუმრად „ჟალგირისს“ დაუპირისპირდა. სლოვაკურმა კლუბმა 2:1 იმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რაშიც ჩვენებურებმა დიდი წვლილი შეიტანეს.

განსაკუთრებით, გიორგი ჩაკვეტაძე უნდა გამოვარჩიოთ, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და ეს მის შეფასებაზეც აისახა. სტატისტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა „ჩაკვეს“ ასპარეზობა 8.1 ქულით შეაფასა. ეს იგივე მაჩვენებელია, რაც დუბლის ავტორს, ალექსანდარ ჩავრიჩს ჰქონდა და მათზე უკეთესი შედეგი არავის დაუფიქსირებია.

„ჩაკვე“ 92-ე წუთზე შეცვალეს და მოედანზე ყოფნისას, მას 4-დან 4 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, 7 საკვანძო პასი გააკეთა, 8 ორთაბრძოლა მოიგო და მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი წესები მხოლოდ ერთხელ დაარღვია. გეტყვით იმასაც, რომ Sofascore-მა გურამ კაშიას თამაში 7.2 ქულით შეაფასა, ხოლო ჯაბა კანკავას 7.6 დაუწერა.

ცნობისთვის, „სლოვანის“ პირველი საგოლე შეტევა ჩაკვეტაძემ წამოიწყო, გიოს ამის გამეორება კიდევ შეეძლო, თუმცა გუნდელებმა რამდენიმე კარგი პასი გაუფუჭეს. 89-ე წუთზე ჩაკვეტაძემ აქტიურობის შედეგად პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, თერთმეტმეტრიანი თავადვე შეასრულა, თუმცა პანენკას სტილში დარტყმული ხარიხას მოარტყა, დამატებაზე კი გატანილი მსაჯმა არ ჩაუთვალა, რადგან ძელიდან ასხლეტილ ბურთს თავადვე დაამატა და თამაშგარე დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაის მიტჩელი: „თოფურია ძლიერია და რთულ ჩხუბს ველოდები“
ბრაის მიტჩელი: „თოფურია ძლიერია და რთულ ჩხუბს ველოდები“