პიკემ კარიერის დასრულებით ბარსას 30 მილიონი დააზოგინა
როგორც დღეს გახდა ცნობილი, ჟერარ პიკემ „ბარსელონას“ დატოვება და კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პიკემ ამ გადაწყვეტილების მიღების გამო საკმაოდ სოლიდური თანხის მიღებაზე თქვა უარი.
SER Catalunya-ს ცნობით, ესპანელმა 30 მილიონ ევროზე თქვა უარი, რომელიც კონტრაქტით გათვალისწინებული გახლდათ.
ასევე ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, პიკეს გამოსამშვიდობებელი ვიდეოს გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, ფეხბურთელის განზრახვის შესახებ არაფერი იცოდა. საქმის კურსში არც კლუბის ხელმძღვანელობა იყო.
არ იცოდა მისი განზრახვები. არც დანარჩენმა ხელმძღვანელობამ იცოდა.
ესპანელი ჟურნალისტის ელენა კონდისის ედოს თქმით, პიკეზე დიდი გავლენა საფეხბურთო საკითხებმა და პრესამ მოახდინეს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში მას ხშირად აკრიტიკებდა. ფეხბურთელმა იგრძნო, რომ გაგრძელება აღარ ღირდა.
პიკეს სათამაშო ფორმით ასევე იმედგაცრუებული იყო კლუბის ხელმძღვანელობა და თავად პრეზიდენტიც. ამ მიზეზების ერთობლიობა გახდა იმის მიზეზი, რომ ხერარდმა კარიერის შუა სეზონში დასრულება გადაწყვიტა.