ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

IL Mattino: „სამართალდამცველებმა ხვიჩას ავტომობილი იპოვეს“

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მძარცველების მსხვერპლი გახდა. დაახლოებით 24 საათის წინ, ნეაპოლის მახლობლად მდებარე კუმას დასახლებაში მძარცველებმა „კვარას“ ავტომობილი, Mini Countryman-ი მოიპარეს.

ავტორიტეტული იტალიური გაზეთის, IL Mattino-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოპარული ავტომობილი უკვე იპოვეს. პოლიციამ მანქანა ნეაპოლთან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე დასახლებაში, ტრენტოლა დუჩენტაში აღმოაჩინა. IL Mattino-ს ცნობით, ავტომობილს დაზიანებები არ აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ „კვარაზე“ დაწერა და განაცხადა, რომ მას ევროპული ფეხბურთის გრანდები აკვირდებიან. მისი თქმით, „რეალმა“, „ლივერპულმა“, „ტოტენჰემმა“, „ჩელსიმ“ და „სიტიმ“ ხვიჩას დასაკვირვებლად იტალიაში სკაუტები გაგზავნეს, თუმცა „ნაპოლი“ მის გასხვისებას არ აპირებს და მას საკვანძო ფეხბურთელის სტატუსი აქვს.

ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლის“ 32 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არსაიდან გამოჩენილი მფრინავი გარემარბი“ - კვარა Sun-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
„არსაიდან გამოჩენილი მფრინავი გარემარბი“ - კვარა Sun-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა