გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„კურტუას მაგონებს, ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა“ - მიგელ ანხელ მოია მამარდაზე

„ვალენსიასა“ და „სოსიედადის“ ყოფილმა მეკარემ, მიგელ ანხელ მოიამ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. ესპანელმა გოლკიპერმა COPE-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ერთ-ერთი შეკითხვა „ღამურების“ კარის დარაჯზე გახლდათ.

„რას ვფიქრობ გიორგი მამარდაშვილზე? გამიხარდა, ეს შეკითხვა რომ დამისვით. მამარდაშვილის ტრანსფერი ბოლო წლების საუკეთესო გარიგებაა. თუ გიორგიმ ასე გააგრძელა, მისი შენარჩუნება ურთულესი იქნება, მაგრამ ვალენსიამ კარგად იმუშავა, რათა მისი დატოვება შესაძლებელი ყოფილიყო და მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ჩემი აზრით, ამ წუთისთვის, ის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ამაზე ორი აზრი არაა. ევროპაში მოთამაშე 23-წლამდელებს შორის, ყველაზე მეტად მამარდაშვილი და პორტუს გოლკიპერი, დიოგუ კოშტა მომწონს. გიორგი კურტუას მახსენებს. მას გრძელი ხელები აქვს და ძალიან მაღალია, თუმცა ამავდროულად, მოქნილიცაა. მამარდაშვილი შეუპოვარია, რისკავს და ორივე ფეხით დომინირებს. ის ფაქტი, რომ „ფენტეზიში“ ჩემი მეკარეა, ყველაფერს ამბობს“.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ბოლოს „ბარსელონასთან“ მატჩში ვიხილეთ და სამწუხაროდ, „ჩე“ საკუთარ კედლებში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა, რომელმაც „მამარდას“ კარი 93-ე წუთზე აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არსაიდან გამოჩენილი მფრინავი გარემარბი“ - კვარა Sun-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
„არსაიდან გამოჩენილი მფრინავი გარემარბი“ - კვარა Sun-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა