ტიმო ვერნერი
Aa
Aa

ვერნერი ტრავმირებულია და მუნდიალზე ვეღარ ითამაშებს

ტიმო ვერნერმა ჩემპიონთა ლიგის დასკვნით მე-6 ტურში დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ შეხვედრაში (0:4) ტრავმა მიიღო, რომელიც როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი მძიმე გამოდგა და გერმანელი მუნდიალს გამოტოვებს.

გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დღევანდელი სკანირებით თავდამსხმელს მარცხენა კოჭის დაზიანება დაუდგინდა და ექიმების თქმით 2022 წლის ბოლომდე თამაშს ვეღარ შეძლებს.

ვერნერის მკურნალობაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიიღებენ, როდესაც გერმანელს დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდება. ამ ეტაპზე კი უკვე გადაწყვეტილია, რომ ბუნდესნაკრებს ტიმო მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ გაჰყვება.

შეგახსენებთ, რომ ტიმო ვერნერი „ლაიპციგს“ ამ ზაფხულს „ჩელსიდან“ შეუერთდა. გერმანელმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ცხრა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აგენტი: „სპალეტი და დე ლაურენტისი ხვიჩას შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ“
აგენტი: „სპალეტი და დე ლაურენტისი ხვიჩას შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ“