კარიერა, ევროპის ჩემპიონატი და რუსეთში დარჩენის მიზეზები - ინტერვიუ ზვიად კუპატაძესთან
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ახალი ისტორიის დაწერასთან ახლოს არის. ავთანდილ ასათიანის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის. ქართველმა ფეხბურთელებმა პროგრამა მინიმუმი უკვე შეასრულეს და შეიძლება ითქვას, რომ მეინ რაუნდში, სადაც მეტოქეები ბელგიისა და ავსტრიის ნაკრებები არიან, პირველი ადგილი გაინაღდეს, ახლა კი ელიტრაუნდის ჯერია, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაშიც პლეი-ოფის შეხვედრები გაიმართება.
ფუტსალის ნაკრების წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ჩვენი გუნდის მეკარე და კაპიტანი ზვიად კუპატაძეა, რომელიც 10 წლის განმავლობაში ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არ თამაშობდა. თუმცა, დაბრუნების შემდეგ ფუტსალის ნაკრებმა ზვიად კუპატაძესთან ერთად ჯერ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, ახლა კი მსოფლიოპირველობამდე ძალიან ცოტა აშორებს.
„კრისტალ სპორტი“ ზვიად კუპატაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს გთავაზობთ, სადაც 43 წლის მეკარე წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე გვესაუბრება.
ზვიად კუპატაძე: