მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, თი ჯეი დილაშოუ
Aa
Aa

„მერაბ დვალიშვილს სტერლინგის დამარცხება შეუძლია“ - ამბობს თი ჯეი დილაშოუ

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, თი ჯეი დილაშოუმ ალჯამეინ სტერლინგზე ისაუბრა. დილაშოუმ განაცხადა, რომ „ალჯოზე“ აზრი არ შეუცვლია და მოქმედი ჩემპიონის დამარცხება მერაბ დვალიშვილსაც შეუძლია.

„დავიწყოთ იქიდან, რომ საჩემპიონო ქამარი აჩუქეს, მეორე ბრძოლაში კი იანი გაჭირვებით დაამარცხა. სტერლინგი შესანიშნავი ათლეტია და ბრწყინვალე სერია აქვს, მაგრამ არ მგონია, საუკეთესო ჩემპიონი იყოს, რომელიც დღესდღეობით UFC-ში გვყავს.

ის ჩვენს დივიზიონში საუკეთესო არაა და მის წინააღმდეგ ჩხუბის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. სტერლინგზე ჩემი აზრი არ შეცვლილა და ვფიქრობ, მას მისი თანაგუნდელი, მერაბ დვალიშვილიც დაამარცხებს. მგონია, რომ ამ წუთისთვის, ის ყველაზე დამარცხებადი ჩემპიონია“.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგმა დილაშოუ მარტივად დაამარცხა და მეტოქე მეორე რაუნდში დააფინიშა. თი ჯეიმ ამოგდებული მხრით იჩხუბა, რის გამოც „ალჯოსთვის“ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდა და ამის გამო, დიდი კრიტიკა დაიმსახურა. MMA-ის ქომაგთა თქმით, მას ასეთ მდგომარეობაში საჩემპიონო ბრძოლაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი ხვიჩაზე: „შესაძლოა, ერთ დღეს რეალის რიგებში ვიხილოთ“
სიომინი ხვიჩაზე: „შესაძლოა, ერთ დღეს რეალის რიგებში ვიხილოთ“