ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიაში ხვიჩა კვარაცხელია გაქურდეს

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში ქურდობის მსხვერპლი გახდა. იტალიური Corriere dello Sport-ს ცნობით, ნეაპოლის მახლობლად მდებარე კუმას დასახლებაში მძარცველებმა ხვიჩას სახლი გაქურდეს.

გამოცემის ცნობით, ქართველ ფეხბურთელს ავტომობილი - Mini Countryman მოჰპარეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. კვარა ქურდობის დროს სახლში იმყოფებოდა და სავარაუდოდ ეძინა, რის გამოც ვერაფერი გაიგო, მოპარული მანქანის შესახებ კი დილით შეიტყო.

21 წლის ფეხბურთელმა ადგილობრივ პოლიციაში საჩივარი უკვე შეიტანა და სამართალდამცველები მის კუთვნილ ავტომობილს აქტიურ რეჟიმში ეძებენ. ქურდობის მიუხედავად, კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელ ვარჯიშზე მაინც იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვასილი უტკინი: ნუ ადარებთ ხვიჩას მარადონას
ვასილი უტკინი: ნუ ადარებთ ხვიჩას მარადონას