რეალი, ასტონ ვილა, ედენ აზარი
Aa
Aa

დაბრუნება ინგლისში? - აზარს პრემიერ ლიგის ორი კლუბი ეპატიჟება

მადრიდის „რეალში“, რომ ედენ აზარი აღარავის სჭირდება ეს ახალი არ არის. ბელგიელი შემტევი ვერც ოპერაციის გაკეთების შემდეგ თამაშობს კარგად. ანჩელოტიმ მას რამდენიმე შანსი მისცა, თუმცა ედენმა ვერ გამოიყენა.

არც ის არის ახალი არავისთვის, რომ „ბლანკოსს“ მისი გაშვება დიდი ხანია სურს და ამას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ცდილობდა, მაგრამ ინტერესი არავინ გამოხატა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, 31 წლის ბელგიელის გადაბირებით პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან. ყველაზე აქტიურად „ასტონ ვილაზე“ იწერება. ბირმინგემულმა კლუბმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე უნაი ემერი დანიშნა, რომელსაც კოლოსალური გამოცდილება აქვს. ინგლისურ კლუბში კოუტინიოც ირიცხება და ბირმინგემში იმედი აქვთ, რომ აზარი და კოუტინიო ბრწყინვალე დუეტს შექმნიან.

მეორე გუნდი კი "ნიუკასლია", რომელსაც შესანიშნავი სეზონი აქვს და ფინანსურად საკმაოდ კარგი სიტუაცია აქვს. წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი ბელგიელ შემტევში 20 მილიონ ევროს იხდის, რაც მადრიდული გრანდისთვის სავსებით მისაღებია.

სხვადასხვა ინტერვიუებიდან ცნობილია, რომ აზარს მადრიდის დატოვება არ სურს. ამის მიზეზად კი ესპანეთის დედაქალაქში შექმნილ საცხოვრებელ კომფორტს ასახელებს. მის ოჯახს მადრიდში ყოფნა ძალიან მოსწონს.

Defensacentral წერს, რომ „სამეფო კლუბი“ წინადადების მოსასმენად მზად არის და შესაბამისი შემოთავაზების შემთხვევაში, აზარს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეელევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი თერაპია არასდროსაა მარტივი“ - ცნობილი ექიმი ხვიჩას ტრავმაზე
„ასეთი თერაპია არასდროსაა მარტივი“ - ცნობილი ექიმი ხვიჩას ტრავმაზე