ფრანკ კესი
Aa
Aa

კესის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - იგი ერთ თვეზე მეტს გამოტოვებს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრანკ კესიმ „პლზენთან“ მატჩში ტრავმა მიიღო. „ბლაუგრანას“ ფეხბურთელი 67-ე წუთზე შეცვალეს და დღეს გაირკვა, კოტ დივუარელ მოთამაშეს რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს.

AS-ის ინფორმაციით, კესიმ მარცხენა ფეხის ბარძაყის ორთავა კუნთი დაიზიანა და მინიმუმ 6 კვირას იუქმებს. მიმდინარე სეზონში მას ბევრი სათამაშო დრო ისედაც არ ეძლეოდა და კატალონიელთა მაისურით მხოლოდ 13 მატჩის ჩატარება მოასწრო, ტრავმა კი ნიშნავს, რომ 2022 წელს გუნდს ვეღარ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში კესიზე აქტიურად იწერებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას კლუბის დატოვება იანვარში სურდა და სათამაშო დროით უკმაყოფილო იყო, თუმცა ფეხბურთელმა ეს ყველაფერი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

ცნობისთვის, „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მე-3 ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება. ლა ლიგას რაც შეეხება, „ბლაუგრანას“ 31 ქულა აქვს და ლიდერ „რეალს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას მსგავსი ფეხბურთელი, დელ პიეროსა და ტოტის შემდეგ რამდენიმეა“ - იტალიელი სპეციალისტები ხვიჩაზე
„კვარას მსგავსი ფეხბურთელი, დელ პიეროსა და ტოტის შემდეგ რამდენიმეა“ - იტალიელი სპეციალისტები ხვიჩაზე