ხვიჩა კვარაცხელია, ოუენ ჰარგრივზი
Aa
Aa

ოუენ ჰარგრივზი ხვიჩაზე: „საოცარია ამ ასაკში ამ დონეზე რომ თამაშობს“

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ბაიერნის“ ყოფილმა მოთამაშემ, ოუენ ჰარგრივზმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ინგლისელმა ფეხბურთელმა „კვარა“ შეაქო და განაცხადა, რომ ის თითქმის იდეალური გარემარბია.

„ამ ბიჭის თამაში სულისშემკვრელი სანახავია. ის მხოლოდ 21 წლისაა და მისი ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაჯდა. კვარა მარცხენა ფლანგზე ასპარეზობს, ორივე ფეხს კარგად იყენებს და უამრავი გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთა.

იგი პრაქტიკულად ყველას ატერორებს, ვის წინააღმდეგაც თამაშობს. ის სწრაფი და ტექნიკურია, ორივე ფეხის გამოყენება შეუძლია და კარგი ფინიშერია. მართლა საოცარია, ამ ასაკში ამ დონეზე რომ თამაშობს და უკვე ჰგავს ფეხბურთელს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე სისტემატურად უნდა ასპარეზობდეს. გაბარიტების გამო, შეუძლია, ჩაწოდებებს თავური დარტყმებით გამოეხმაუროს. იგი თითქმის იდეალური გარემარბია და ყველაფრის გაკეთება შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულის“ წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშა, 83-ე წუთზე შეცვალეს. იტალიურმა კლუბმა გოლები მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ თამაშს მარტო ხვიჩას გამო ვუყურებ“ - რა თქვეს ლივერპულის ქომაგებმა კვარაზე
„ამ თამაშს მარტო ხვიჩას გამო ვუყურებ“ - რა თქვეს ლივერპულის ქომაგებმა კვარაზე