ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პატივისცემა გამოიჩინა“ - ხვიჩას ჟესტი, რომელზეც იტალიურ პრესაშიც დაწერეს

Fanpage.it-ი ნეაპოლური ონლაინ გაზეთია, რომელმაც „ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტზე დაწერა. „წითლებთან“ მატჩამდე, „კვარამ“ მერსისაიდელთა მისამართით პატივისცემა გამოიჩინა, „ლივერის“ გერბს ფეხი არ დაადგა და Fanpage-ს მისი ქმედება უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

 

„კვარამ ფეხბურთის ისტორია იცის და ხვდება, რომ სიმბოლოებისადმი პატივისცემა ქომაგთა შორის ემოციებს იწვევს. გამომდინარე აქედან, მისი დრიბლინგის გარდა, კამერებმა მინდორზე გასასვლელ გვირაბში, მისი ჟესტიც დააფიქსირეს.

ქართველი ფეხბურთელი ბოლო წამს მიხვდა, რომ ლივერპულის გერბს აბიჯებდა და ფეხი გვერდზე გასწია, რათა პატივისცემა გამოეჩინა და გერბისთვის გვერდი აევლო. კვარაცხელიას გარდა, იგივე პოლიტანომ და ოლივერამ გააკეთეს. ეს ისტორია და გზაა, რომელსაც ჩემპიონი გადის, კვარაცხელიამ კი ეს კარგად იცის“, - წერს ნეაპოლური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულის“ წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშა, 83-ე წუთზე შეცვალეს. იტალიურმა კლუბმა გოლები მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ თამაშს მარტო ხვიჩას გამო ვუყურებ“ - რა თქვეს ლივერპულის ქომაგებმა კვარაზე
„ამ თამაშს მარტო ხვიჩას გამო ვუყურებ“ - რა თქვეს ლივერპულის ქომაგებმა კვარაზე