კილიან მბაპე, მაიკლ ოუენი
Aa
Aa

„ახლა ჩემი ფასი 100-150 მილიონი იქნებოდა“ - ოუენმა საკუთარი თავი მბაპეს შეადარა

„ლივერპულისა“ და „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მაიკლ ოუენმა საკუთარი თავი კილიან მბაპეს შეადარა და განაცხადა, რომ ამჟამინდელი სატრანსფერო ფასებით, მისი ღირებულება 100 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი იქნებოდა.

„რა იქნებოდა ჩემი ფასი ახლა? 19-20 წლის ოუენზე თუა საუბარი, რომელიც თავისი ძალების პიკში იმყოფებოდა, მაშინ დაახლოებით 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი, თუმცა ზუსტი თანხის დასახელება ძალიან ძნელია.

მბაპე რა ღირს? არჩევანი პარი სენ-ჟერმენს რომ მივანდოთ, ისინი ალბათ, 150-200 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოითხოვენ და თუ კილიანი ამდენი ღირს, მეც მისი მსგავსი ფეხბურთელი ვიყავი. კარიერაში გარღვევა მქონდა, ოქროს ბურთი მოვიგე, ოქროს ბუცი ორჯერ მოვიგე, 18 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე წავედი და ა.შ. სხვათა შორის, რომელიმე კლუბს რომ გავეფორმებინე, კარგი გარიგება მაინც არ გამოუვიდოდა, რადგან ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი კარიერა უარესობისკენ წავიდა“.

შეგახსენებთ, რომ ოუენმა კარიერის საუკეთესო წლები „ლივერპულში“ გაატარა და 2005 წელს, მადრიდის „რეალს“ შეუერთდა. „სამეფო კლუბმა“ მის სანაცვლოდ 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი და ანტონიო ნუნიესი დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს არ იყო უბრალო შეხება, პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა“ - ყოფილი მსაჯი კვარა-კონატეს ეპიზოდზე
„ეს არ იყო უბრალო შეხება, პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა“ - ყოფილი მსაჯი კვარა-კონატეს ეპიზოდზე