ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო დი კანიო
Aa
Aa

„კვარას მსგავსი ფეხბურთელი, დელ პიეროსა და ტოტის შემდეგ რამდენიმეა“ - იტალიელი სპეციალისტები ხვიჩაზე

ცნობილი იტალიელი სპეციალისტები „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობენ და მისი მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებენ. „მონცას“ მწვრთნელი, რაფაელ პალადინო კვარას ისეთ ფეხბურთელებსაც ადარებს, როგორებიც ფრანჩესკო ტოტი და ალესანდრო დელ პიერო არიან.

რას ამბობს პალადინო:

ფრანჩესკო ტოტისა და ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ, ბოლო 10 წლის განმავლობაში კვარაცხელიას მსგავსი მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი ვნახე. ის სერია A-ში ბრწყინვალე შოუს დგავს.

ქართველ ფეხბურთელზე ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა, პაოლო დი კანიომაც ისაუბრა.

„ჩემთვის, კვარაცხელია ამჟამად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ამ სამი თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ საოცარ მოთამაშეს არამხოლოდ იტალიის ჩემპიონატში, სადაც ყოველთვის რთულია საკუთარი თავის გამოხატვა, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც“, - ამბობს დი კანიო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში, „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში „ლივერპულს“ ესტუმრა და 2:0 დამარცხდა. მომდევნო მატჩი კი შაბათს, საქართველოს დროით 21:00 საათზე „ატალანტას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს არ იყო უბრალო შეხება, პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა“ - ყოფილი მსაჯი კვარა-კონატეს ეპიზოდზე
„ეს არ იყო უბრალო შეხება, პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა“ - ყოფილი მსაჯი კვარა-კონატეს ეპიზოდზე