იურგენ კლოპი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ძალიან სწრაფია, ბრწყინვალე მოთამაშეა“ - კლოპი კვარაცხელიაზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ენფილდზე“ ითამაშა. „ლივერპულმა“ 2:0 გაიმარჯვა. ანგარიში 89-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გახსნა, მე-8 დამატებულ წუთზე დარვინ ნუნიესმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულის“ წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშა, 83-ე წუთზე შეცვალეს. იტალიურმა კლუბმა გოლები მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ გაუშვა.

„ნაპოლისთან“ გამარჯვების შემდეგ „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს ხვიჩა კვარაცხელიასა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დაპირისპირებაზე ჰკითხეს.

„ორივე ბრწყინვალე ფეხბურთელია. ისაუბრებენ მომენტზე, როცა ტრენტი მის წინააღმდეგ დასწრებაზე თამაშს ცდილობდა (იღიმის). კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, ძალიან სწრაფია. ის თავხედია, როცა მოძრაობას იწყებს, პოზიციურად არ უნდა შეცდე, მის წინ უნდა იმოქმედო, სხვა შემთხვევაში ვერ გაანეიტრალებ და თანაგუნდელის დახმარება დაგჭირდება. კვარაცხელიას ფლანგის გარდა ცენტრშიც შესანიშნავად შეუძლია თამაში“.

კლოპმა ამ თემაზე საუბარი ასე დაასრულა: „ვფიქრობ, ტრენტმა მის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა“.

კლოპმა ასევე განაცხადა: „ვფიქრობ, შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. „ლიდსისთან“ მარცხის შემდეგ რეაქცია ვაჩვენეთ. მეტოქეს სივრცეები შევუზღუდეთ, სწორად ვიმოქმედეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ“.

Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელიას 6,9 დაუწერა. მისი საგოლე პასით ოსტიგორმა გოლი გაიტანა, თუმცა VAR-მა გააუქმა. ასევე აღსანიშნავია, რომ მის ფლანგზე მოთამაშე ტრენტ-ალექსანდერ არნოლდს არაერთხელ აჯობა. GOAL-ი ხვიჩას თამაშს ასე გამოეხმაურა: „ფლანგის მცველების ღამის კოშმარი“.

მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა: „ჩვენს გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ, ადვილი არაა „ენფილდზე“ ისეთი თამაში, როგორიც დღეს ვაჩვენეთ. პირველ ადგილზე გავედით, რასაც ბევრი არ ელოდა, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, დიდებული შედეგია, ყოველ მატჩში ბურთს ვაკონტროლებდით და საგოლე მომენტებს ვქმნიდით. ახლა ენერგიას აღვიდგენეთ და „ატალანტასთან“ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მოვემზადებით“.

„ლივერპული“ - „ნაპოლის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მოჰამედ სალაჰი დასახელდა.

A ჯგუფში „ნაპოლიმ“ და „ლივერპულმა“ 15 ქულა დააგროვეს, ურთიერთშეხვედრებში გატანილი მეტი გოლის გამო პირველ ადგილზე „ნეაპოლური“ კლუბი გავიდა, რადგან „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ ინგლისური კლუბი 4:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრმა ტოპ კლუბმა ხვიჩაზე უარი თქვა“ - კრისტიან ემილე კვარაცხელიაზე
„ბევრმა ტოპ კლუბმა ხვიჩაზე უარი თქვა“ - კრისტიან ემილე კვარაცხელიაზე