ჩელსი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, კალიდუ კულიბალი
Aa
Aa

კულიბალი: “კვარას ხშირად ვწერ, მერე რა, რომ ჯერ არ ვიცნობ?“

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კალიდუ კულიბალიმ „ნაპოლი“ დატოვა და ლონდონის „ჩელსის“ შეუერთდა. როგორც ჩანს, სენეგალელი უკანახაზელი „პარტენოპეის“ დღემდე ქომაგობს და ეს გასაკვირი, რა თქმა უნდა, არ არის.

„თუ „ნაპოლი“ სერია ა-ს მოიგებს, ეს ჩემი გამარჯვებაც იქნება“

- ციტირებს Football Italia კალიდუს სიტყვებს.

ვრცლად კულიბალის ინტერვიუ:

„ჩემი ციკლი დასრულებულია. ნეაპოლში 8 წელი გავატარე და გუნდს ყველაფერი მივეცი. მათი წარმატება დღემდე მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ „ნაპოლის“ გაზრდაში დავეხმარე. „პარტენოპეის“ გამარჯვებებზე „ჩელსის“ თანაგუნდელებთან ერთად ხშირად ვსაუბრობ. მათით ვამაყობ!

ხშირად ვწერ ოსიმენს, ანგისას და კვარას. მერე რა, რომ ჯერ მას არ ვიცნობ? სარისთან ერთად ჩვენ განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობდით. ყველა მატჩში ვდომინირებდით. იმედი მაქვს, „ნაპოლი“ სერია ა-ს მოიგებს და თუ მოიგებს, ეს ჩემი გამარჯვებაც იქნება.“

შეგახსენებთ, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია ა-ს 32 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ატალანტას“ 5 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად სწორედ ბერგამოულ კლუბს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება კულიბალის, სენეგალელმა უკანახაზელმა ჯერჯერობით, „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 11-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მეგობრობას, ოჯახს და სიმშვიდეს ვერსად იყიდი“ - მე კალიდუ კულიბალი ვარ
“მეგობრობას, ოჯახს და სიმშვიდეს ვერსად იყიდი“ - მე კალიდუ კულიბალი ვარ