ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა, CNN
Aa
Aa

“ფეხბურთით შეშლილი ქალაქი დაიპყრო“ - CNN-ის სტატია ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელიას საოცარ თამაშს მთელი მსოფლიო აქცევს ყურადღებას. რამდენიმე დღის წინ, ქართველ ვარსკვლავზე New York Times-მა დაწერა, ხოლო დღეს ხვიჩაზე CNN წერს.

რას წერს CNN?

„როდესაც ნეაპოლში კვარაცხელიას ხედავენ, ისინი ასევე მარადონასაც ხედავენ. „ნაპოლის“ ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული შემტევი სტილის ფეხბურთელი. მაგალითად, ბოლო წლებში „პარტენოპეის“ ღირსებას მერტენსი და ინსინიე იცავდნენ. უფრო ადრე კი ნეაპოლურ კლუბში ჰამშიკი, ლავეცი და კავანი ირიცხებოდნენ.

მაგრამ არცერთი მათგანი მარადონასავით მიახლოებითაც კი არ შეუყვარდათ. 2022 წლის ივლისამდე ყველაფერი ასე იყო. შემდეგ „ნაპოლიში“ ყველასთვის უცნობი ხვიჩა კვარაცხელია გადადის და მას დღეს სიყვარულით „კვარადონას“ ეძახიან. ქართველმა ფეხბურთელმა ფეხბურთით შეშლილი ქალაქი დაიპყრო.“

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ არაერთ წარმატებას მიაღწია. მაგალითად, ქართველ ფეხბურთელს სერია ა-ს საწყის 12 ტურში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს. ამ შედეგით კი ის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს და დიეგო მილიტოს ჩამორჩება. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იუვეს რიგებში 13 გოლში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მილიტომ 15-ში.

ასევე გეტყვით, სერია ა-ს გასულ ტურში 21 წლის ქართველმა „სასუოლოს“ გოლი გაუტანა და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ხვიჩას კარგი თამაში დაუფასდა და სერია ა-ს ტურის სიმბოლურში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველთვის იმას აკეთებს, რასაც არ ელოდები“ - The New York Times-მა კვარაზე ისევ დაწერა
„ყოველთვის იმას აკეთებს, რასაც არ ელოდები“ - The New York Times-მა კვარაზე ისევ დაწერა