სუარესის დუბლი ფინალში - ნასიონალი ურუგვაის ჩემპიონია
ურუგვაის პრიმერა დივიზიონის პლეი-ოფის ფინალში ერთმანეთს „ნასიონალი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდნენ. მოგეხსენებათ, „ნასიონალში“ ლუის სუარესი თამაშობს.
საფინალო დაპირისპირება ბარსას ყოფილი თავდამსხმელის კლუბმა 4:1 მოიგო და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და ყველაფერი დამატებით ტაიმებში გადაწყდა.
ცნობისთვის, ლუსმა ანგარიში 50-ე წუთზე გახსნა. წონასწორობა კი ვესინომ აღადგინა. დამატებულ ტაიმებში სუარესმა კიდევ ერთხელ გაისროლა. „ნასიონალი“ 97-ე წუთზე წინ სწორედ მან გაიყვანა. 107-ე და 113-ე წუთებზე დუბლი შეასრულა გილიოტიმ და „ნასიონალი“ ურუგვაის ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ სუარესი მშობლიურ კლუბს რამდენიმე თვის წინ დაუბრუნდა. დღემდე სუარესმა „ნასიონალის“ მაისური 14-ჯერ მოირგო და 8 გოლი გაიტანა.