ლუკა მანაგაძე
Aa
Aa

სადებიუტო გოლი ბარსასთან - მანაგაძემ კატალონიურ დერბიში გაიტანა

ესპანეთის 19-წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატში „ჟირონას“ ფორვარდმა ლუკა მანაგაძემ კატალონიურ დერბიში „ბარსელონას“ 19-წლამდე გუნდს გაუტანა. 

18 წლის ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 69-ე წუთზე თამაშში ჩაერთო, გოლი მეორე დამატებულ წუთზე შეაგდო, მცველს პოზიციური ბრძოლა მოუგო და ესპანეთის 19-წლამდე ნაკრების მეკარეს, ანდერ ასტრალაგას ახლო მანძილიდან გაუტანა.

მე-4 დამატებულ წუთზე „ბარსამ“ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და 3:1 მოიგო. შეხვედრა „ლა მასიას“ აკადემიაში გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრაში „ბარსას“ წინააღმდეგ კიდევ ერთი ქართული გვარის მქონე ფეხბურთელმა, ანტალ იააკობიშვილმა ითამაშა, რომელიც უნგრეთის მოქალაქეა და უნგრეთის ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს.

ესპანეთის 19-წლამდე ჩემპიონატის (División de Honor) მე-3 ჯგუფში „სარაგოსა“ 20 ქულით პირველ ადგილზეა, „ბარსას“ აქტივში 19 ქულაა, ხოლო „ჟირონამ“ 5 ქულა დააგროვა.

ლუკა მანაგაძე ესპანურ „მარსეტის“ აკადემიაში ირიცხებოდა, „ჟირონაში“ გადასვლამდე „ხიმნასტიკ მანრესაში“ თამაშობდა, მიმდინარე სეზონის დასაწყისში კატალონიურ კლუბს შეუერთდა და „ჟირონას“ 19-წლამდე გუნდში ასპარეზობს. ეს მისი სადებიუტო გოლია „ჟირონას“ 19-წლამდე გუნდში.

მანაგაძე პერიოდულად „ჟირონას“ მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა. მიმდინარე სეზონის დასაწყისში ფეხბურთელმა „ჟირონასთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გადაუგდეთ ბურთი და მომენტს შექმნიან“ - სპალეტიმ ხვიჩა და სალაჰი შეადარა
“გადაუგდეთ ბურთი და მომენტს შექმნიან“ - სპალეტიმ ხვიჩა და სალაჰი შეადარა