ხვიჩა სტერლინგზე, სანეზე და ლეაუზე წინაა - მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები
ვინ არიან დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები? ამ შეკითხვას საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ჟურნალმა, Four Four Two-მ უპასუხა და თავისი ტოპ 10 შემოგვთავაზა. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ მე-6 ადგილს ხვიჩა კვარაცხელია იკავებს და იგი რაჰიმ სტერლინგზე, ლეროი სანეზე, ლუის დიასზე და რაფაელ ლეაუზე წინ იმყოფება.
„ნაპოლის ნებისმიერი გულშემატკივრის შიში, რომ ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ, გუნდს მკვეთრი რეგრესი ექნებოდა, უსაფუძვლო აღმოჩნდა. ქართველი ფეხბურთელის მოსვლამ დარტყმა კი არ შეარბილა, სეზონის პირველ ნაწილში, ნაპოლის სერიოზული სატიტულო შანსები გაუჩინა.
21 წლის ფეხბურთელი სწრაფი და კრეატიულია და უკვე აქვს დასრულებული პროდუქტი, რომლითაც კლუბის ტიტულამდე მიყვანა შეუძლია. შეუძლებელია იმის თქმა, რამდენად მაგარი ფეხბურთელი გახდება ხვიჩა მომდევნო წლებში“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
ცნობისთვის, ხვიჩაზე წინ გაბრიელ მარტინელი - მეხუთე, ფილ ფოდენი - მეოთხე, სადიო მანე - მესამე, ვინისიუს ჟუნიორი - მეორე და ნეიმარი იმყოფებიან.