ლივერპული, ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

“თანამედროვე შემტევი დუეტი“ - Gazzetta-ს სტატია ხვიჩაზე და ოსიმენზე

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ლივერპული“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, იტალიურმა ავტორიტეტულმა გამოცემა Gazzetta-მ ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზე საინტერესო სტატია დაწერა.

რას წერს Gazzetta?

„ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლი“ ნამდვილი მუსიკალური ორკესტრია. გუნდში სოლისტების ნაკლებობას არ განიცდიან. ოსიმენს და კვარაცხელიას ევალებათ, რომ დაამტკიცონ, თუ რას აშენებს იტალიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონში. ორივე ფეხბურთელი გადამწყვეტი უნდა გახდეს ამ დიდებული გამოწვევის წინ. ეს ევროპული დონეა და ხვალ მათ „ლივერპულთან“ დიდი გამოწვევა ელით.

ახლა, ხვიჩა და ვიქტორი ისევ ერთად არიან და შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. ეს მათ სერია ა-ს გასულ ტურში „სასუოლოს“ წინააღმდეგ დაამტკიცეს. ორივე ფეხბურთელი ასეთ გამოწვევებზე ოცნებობს, რათა კიდევ უფრო აიმაღლონ თავი და საკუთარი კვალი დატოვონ.

კვარაცხელია და ოსიმენი აბსოლუტურად თანამედროვე შემტევ დუეტს ქმნიან. ნიგერიელი თავდამსხმელი შეტევაში სივრცეებს აჩენს, სადაც ხვიჩა ჩნდება და ყოველთვის მზად არის ხიფათის შესაქმნელად ან საგოლე გადაცემის შესასრულებლად. ორივეს 8 გოლი აქვს გატანილი და ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში არიან.“

შეგახსენებთ, რომ ჯგუფს 15 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს, ხოლო „ლივერპულს“ 12 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. იმისათვის, რომ მერსისაიდულმა გრანდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, „პარტენოპეის“ 4 ბურთით დამარცხება სჭირდება. აღნიშნული დაპირისპირება 1 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

ასევე შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლში გაიმართა და მასპინძლებმა 4:1 გაიმარჯვეს. გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მან ქართველი ხალხი გააერთიანა“ - რას წერს იტალიური სააგენტო კვარაზე და საქართველოზე
„მან ქართველი ხალხი გააერთიანა“ - რას წერს იტალიური სააგენტო კვარაზე და საქართველოზე