კარპოვი საავადმყოფოში მოათავსეს - ჭადრაკის ლეგენდა კომაშია
ჭადრაკის ლეგენდარული მოთამაშე და ანატოლი კარპოვი დღეს მოსკოვის საავადმყოფოში მოათავსეს. 112-ზე დაყრდნობით, მოჭადრაკის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ინფორმაცია ხდება ცნობილი.
ცნობილი ხდება, რომ კარპოვი სახელმწიფო სათათბიროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. დიაგნოზი კი შემდეგი გახლავთ: „დახურული კრანიოცერებრალური დაზიანება, მარცხენა ბარძაყის მოტეხილობა და მძიმე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია.
ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კარპოვს სახელმწიფო სათათბიროს გასასვლელში თავს დაესხნენ და ახლა ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
კარპოვის თანაშემწე ალბერტ სტეფანიანმა ყველაფერი უარყო და განაცხადა:
„თავდასხმა არ ყოფილა. ყველაფერი კარგად არის და ანატოლის არანაირი დაზიანება არ აქვს.“
ამ განცხადების შემდეგ, კოვალევმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კარპოვი ხელოვნურ კომაში იმყოფება.
ინფორმაციას კომის შესახებ, ანატოლის ქალიშვილიც ადასტურებს, თუმცა ამასთანავე ამბობს, რომ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია.
ჯერჯერობით, რა მოხდა ჭადრაკის ლეგენდის გარშემო დაზუსტებით არავინ იცის და სხვა არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.