მუნდიალის შემდეგ - უელსის ნაკრები სახელს შეიცვლის
Aa
Aa

მუნდიალის შემდეგ - უელსის ნაკრები სახელს შეიცვლის

ავტორიტეტული გამოცემა BBC საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, უელსის ნაკრები სახელს შეცვლის და სამომავლოდ „ქემრი“ ერქმევა.

უელსის საფეხბურთო ასოციაცია, საკუთარ დოკუმენტებში და კომუნიკაციებში და შტაბ-ბინაში უკვე იყენებს აღნიშნულ სახელს.

შესაძლო ცვლილების შესახებ, უეფა-სთან არაფორმალური დისკუსიები გაიმართა. უელსის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნოელ მუნიმ განაცხადა:

„გუნდს ყოველთვის „ქემრი“ უნდა ერქვას. ასე ვუწოდებთ მას აქ. ჩვენს სამშობლოში ეროვნულ ნაკრებს დიდი ხანია „ქემრის“ უწოდებენ და გვსურს ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცეს. გადახედეთ ჩვენს ვებ-საიტს, ყველგან „ქემრი“ წერია. ვფიქრობ, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და სწორედ ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატზე უელსის სახელით მივდივართ.

2023 წელს, ყველა დაინტერესებულ მხარესთან საინტერესო დისკუსია გვექნება. იქნება ეს მთავრობა, საბჭო, თუ ნებისმიერი სხვა.. ჩვენ ღია დემოკრატიული ორგანიზაცია ვართ და ცალმხრივად არაფრის გადაწყვეტას არ ვაპირებთ.

შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში ამერიკასთან, ირანთან და ინგლისთან ერთად მოხვდა. უელსი პირველ შეხვედრას 21 ნოემბერს ამერიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლიმიტი არ უნდა დავუწესოთ“ - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
„ლიმიტი არ უნდა დავუწესოთ“ - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება