კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

“კატასტროფა“ - ასე შეაფასა რონალდუმ მანჩესტერში დაბრუნება

FIFA-ს მიერ გამართულ ღონისძიებაზე კრიშტიანუ რონალდუ იმყოფებოდა, რომელიც ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ესაუბრა და საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Sport Express ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ვეტერანმა ფეხბურთელმა ხმამაღლა განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნება კატასტროფა იყო. მიუხედავად ამისა, რონალდუმ 51 ჩატარებულ შეხვედრაში 27 გოლი მაინც გაიტანა, თუმცა მიმდინარე სეზონში მოწოდების სიმაღლეზე არ იმყოფება.

ცნობისთვის, „იუნაიტედში“ დაბრუნებამდე 5 ოქროს ბურთის მფლობელს „მანჩესტერ სიტი“ ეპატიჟებოდა, თუმცა თავად კრიშტიანუმ „იუნაიტედზე“ შეაჩერა არჩევანი, თუმცა, როგორც ჩანს ამ ყველაფერს ნანობს.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნის შემდეგ, რონალდუმ „წითელი ეშმაკების“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ხშირად ის სათადარიგოთა სკამზე გვევლინება. ასევე გეტყვით, ვეტერანმა თავდამსხმელმა 2022/2023 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯარიმის არ გვეშინია“ - ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანი One Love სამკლავურს მაინც გაიკეთებს
„ჯარიმის არ გვეშინია“ - ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანი One Love სამკლავურს მაინც გაიკეთებს