ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ლიმიტი არ უნდა დავუწესოთ“ - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სასუოლოსთან“ ბრწყინვალედ იასპარეზა და მის თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „კვარაზე“ „პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ენრიკო ფედელემ და იტალიელმა ჟურნალისტმა, სანდრო საბატინიმ ისაუბრეს.

ფედელე: „ისწავლა თუ არა კვარაცხელიამ ოსიმენის მხარდამხარ თამაში? ის გიგანტურ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ მისი გენია გისოსებში არ უნდა მოვაქციოთ. პირადად მე, მისი ხარისხის მქონე ფეხბურთელს ლიმიტს არასდროს დავუწესებდი. მხიარულ და სანახაობრივ მოთამაშეებს თავისუფლება უნდა ჰქონდეთ, რომ მოედანზე ის გააკეთონ, რაც უნდათ“.

საბატინი: „ბოლო რამდენიმე შეხვედრაში კვარამ სხვა როლი მოირგო და ამას გამბედაობა სჭირდებოდა. გახსოვთ ანჩელოტი რომ მოვიდა და ინსინიეს სთხოვა, პოზიცია შეეცვალა? ამან მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია და როგორც აღვნიშნე, ამ ციკლის დახურვასა და ახლის გახსნას გამბედაობა და შორსმჭვრეტელობა სჭირდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ბოლოს „სასუოლოსთან“ ითამაშა და „კვარამ“ ორი საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა. მისმა გუნდმა ყველა ტურნირის ეგიდით, ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო და სერია A-ს 32 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოლეს ღირსეული ჟესტი - ასაკოვან ქალბატონს ბარგის გადატანაში დაეხმარა
ნოლეს ღირსეული ჟესტი - ასაკოვან ქალბატონს ბარგის გადატანაში დაეხმარა