„ჯარიმის არ გვეშინია“ - ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანი One Love სამკლავურს მაინც გაიკეთებს
Aa
Aa

„ჯარიმის არ გვეშინია“ - ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანი One Love სამკლავურს მაინც გაიკეთებს

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კაპიტნის სამკლავურებთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. „ნარინჯისფრები“ გეგმავენ, კატარში ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილი კაპიტნის სამკლავურით იასპარეზონ.

„ჩვენს განცხადებას გვერდს არ ავუვლით და თუ ამის გამო ჯარიმა იქნება, დაე, იყოს“, - განაცხადა ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გეის დე იონგმა.

როგორც მოგეხსენებათ, One Love-ის სამკლავურით ასპარეზობა 8 ნაკრებს აქვს გადაწყვეტილი და მას ბელგიის, დანიის, გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, უელსისა და შვეიცარიის ნაკრებების კაპიტნები მოირგებენ. ამ საკითხზე ფიფას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და არის ვარაუდი, რომ მის წინააღმდეგ წავა. რამდენიმე დღის წინ, ინგლისისა და უელსის საფეხბურთო ფედერაციებმა განაცხადეს, რომ ჯარიმის არ ეშინიათ და პოზიციას არ შეიცვლიან.

„ეს მნიშვნელოვანი მესიჯია, რომელიც ფეხბურთს იდეალურად ერგება. მოედანზე ყველა თანასწორია და ყველა სფეროში ასე უნდა იყოს. ჩვენ მოგვწონს, კამპანია OneLove-ის წარმოება. ჩვენმა გუნდმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სასიამოვნოა, სხვა ქვეყნებიც რომ შემოგვიერთდნენ“, - განაცხადა ნიდერლანდელთა კაპიტანმა, ვირჯილ ვან დეიკმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური გამოცემა: „ვალენსია მამარდაშვილის შემცვლელზე ფიქრობს და დე ხეა სურს“
ესპანური გამოცემა: „ვალენსია მამარდაშვილის შემცვლელზე ფიქრობს და დე ხეა სურს“