გიორგი მამარდაშვილი, დავიდ დე ხეა
Aa
Aa

ესპანური გამოცემა: „ვალენსია მამარდაშვილის შემცვლელზე ფიქრობს და დე ხეა სურს“

ცნობილი ესპანური გამოცემის, GOL-ის ინფორმაციით, „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის სავარაუდო შემცვლელს ეძებს და ამ მომენტისთვის, „ღამურების“ მთავარი სამიზნე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე, დავიდ დე ხეაა. როგორც GOL-ი წერს, „ჩეს“ „მამარდას“ გაშვება არ უნდა, მაგრამ თუ სათანადო წინადადება მიიღო, სურს, მისი შემცვლელი ნაპოვნი ჰყავდეს.

„ფეხბურთელი კლუბს ძალიან ცუდად ან ძალიან კარგად თამაშის გამო ტოვებს. მამარდაშვილის შემთხვევაში, საქმე მაღალ დონეზე ასპარეზობასთან გვაქვს და ვალენსიას მოვლენების ყველაზე ცუდი განვითარების ეშინია. მესტალიაზე გადასვლის შემდეგ, გიორგი ჩეს ნომერ პირველ მეკარედ იქცა და დღესდღეობით, ვალენსიას მთავარი გოლკიპერია.

გატუზო მშვიდადაა, რადგან იცის, რომ ვალენსიამ მამარდაშვილი დაიცვა, თუმცა წარმოდგენა არ აქვს, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. ქართველი მეკარე ბრწყინვალედ თამაშობს და ვალენსიასკენ შეთავაზებები მიდის. კლუბს მისი გაყიდვა არ სურს, მაგრამ თუ ძალიან კარგი წინადადება მიიღო, უნდა, მისი შემცვლელი შერჩეული ჰყავდეს. ღამურები იმ მეკარეს უმიზნებენ, რომლითაც ბეტისი ინტერესდება და ეს ფეხბურთელი დავიდ დე ხეაა. მართალია, ვერდიბლანკო ვალენსიაზე წინაა და მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ ღამურებს მზად აქვთ კონტრაქტი, რომელსაც დე ხეას აგენტს 2023 წლის პირველ იანვარს გაუგზავნიან. ვალენსიაში იციან, რომ მთავარი პრობლემა დე ხეას დარწმუნება იქნება, რადგან კლუბის ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად არ გაუმჯობესებულა“, - წერს GOL-ი.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ბოლოს „ბარსელონასთან“ მატჩში ვიხილეთ და სამწუხაროდ, „ჩე“ საკუთარ კედლებში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა, რომელმაც „მამარდას“ კარი 93-ე წუთზე აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ გამარჯვების გოლი - კიტეიშვილმა შტურმს ისევ მოაგებინა
ზედიზედ მეორედ გამარჯვების გოლი - კიტეიშვილმა შტურმს ისევ მოაგებინა