ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

ზლატანი: პსჟ-დან წასვლის შემდეგ საფრანგეთში ყველაფერი უკან წავიდა

პსჟ-ს ყოფილმა ფორვარდმა და ამჟამად „მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტელევიზია Canal+-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ პარიზული გუნდიდან მისი წასვლის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაფერი უკან წავიდა.

რას ამბობს ზლატანი:

როდესაც პსჟ დავტოვე, საფრანგეთში ყველაფერი უკან წავიდა. მეტი სალაპარაკო არაფერია

საფრანგეთს ვჭირდები, მე კი არ მჭირდება. იმის მიუხედავად, რომ თქვენ მბაპე, ნეიმარი და მესი გყავთ, ეს მაინც ვერ დაგეხმარებათ, რადგან თქვენ ღმერთი არ გყავთ.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის შვედი ფეხბურთელი პსჟ-ში 2012-2016 წლებში გამოდიო და მან პარიზული გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 180 შეხვედრაში 156 გოლის გატანა და 61 შედეგიანი გადაცემის განხორციელება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ღმერთი არსებობს და ეს ყოველთვის ასე იქნება“ - მე მარადონა ვარ
“ღმერთი არსებობს და ეს ყოველთვის ასე იქნება“ - მე მარადონა ვარ