უდინეზე, ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

უგოლო ფრე უდინეზესთან - ლოჩოშვილი ტრავმის გამო 85-ე წუთზე შეცვალეს

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ შეხვდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

ქართველმა მცველმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და რომ არა ტრავმა სავარაუდოდ შეუცვლელადაც ითამაშება. 85-ე წუთზე ლოჩოშვილმა მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც მთავარმა მწვრთნელმა ის იოჰან ვასკესით შეცვალა. ლუკას ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, ის ორივე გუნდისთვის მძიმე გამოდგა და ალბათ, ლოგიკური შედეგითაც დასრულდა. გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს არაერთხელ ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ შედეგა უგოლო ფრით დასრულდა.

სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი სერია A-ს მიმდინარე სეზონში გამარჯვებას კვლავ ვერ ახერხებს. „კრემონეზეს“ 12 ტურის შემდეგ 5 ფრე და 7 წაგება აქვს, სატურნირო ცხრილში კი 5 ქულით კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება.

იონუტ რადუს გუნდს მომდევნო შეხვედრა 5 ნოემბერს, სტუმრად „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Seattletimes: ფეხბურთისთვის რა სირცხვილია, რომ კვარა და ოსიმენი მუნდიალზე არ იქნებიან
Seattletimes: ფეხბურთისთვის რა სირცხვილია, რომ კვარა და ოსიმენი მუნდიალზე არ იქნებიან