ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

Seattletimes: ფეხბურთისთვის რა სირცხვილია, რომ კვარა და ოსიმენი მუნდიალზე არ იქნებიან

„ნაპოლის“ „სასუოლოსთან“ მორიგ გამარჯვებას და კვარა-ოსიმენის დუეტის მორიგ დიდებულ წარმოდგენას ამერიკული Seattletimes-ი გამოეხმაურა.

გამოცემა ნეაპოლელთა დუეტს აქებს და დასანანად აღნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცერთ მათგანს ვერ ვიხილავთ.

„ფეხბურთისთვის რა სირცხვილია, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ოსიმენი და კვარაცხელია არ იქნებიან. ნაპოლის შემტევი დუეტი მიმდინარე სეზონში ორი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია.

როდესაც ოსიმენი ჯანმრთელია - და ასე ხშირად არ ხდება - ის დიდი საფრთხის შემცველია ნებისმიერისთვის. კვარაცხელია კი დრიბლინგის ოსტატია, რომელსაც გოლების შექმნა, გატანა და ბურთთან ყოველი შეხებისას ქომაგების აღტაცებაში მოყვანა შეუძლია.

ოსიმენი და კვარაცხელია სამი კვირის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ, რადგან მათმა ნაკრებებმა საკვალიფიკაციო ეტაპები ვერ გადალახეს.

ნიგერია 2006 წლის შემდეგ პირველ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. საქართველო კი, რომელმაც დამოუკიდებლობა 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა, საკვალიფიკაციო ეტაპი არასდროს გადაულახავს“.

- წერს ამერიკული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლურმა კლუბმა ყველა ტურნირზე ერთად მე-13 მატჩი მოიგო. სერია ა-ში კი სპალეტის გუნდი 32 ქულით ლიდერობს. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 5 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება. იქამდე კი სამშაბათს ნეაპოლელები „ენფილდს“ ესტუმრებიან და ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “ხვიჩა არის ბრწყინვალე, მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია“
სპალეტი: “ხვიჩა არის ბრწყინვალე, მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია“