ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარამ მაისური ქართველებს აჩუქა, თუმცა იტალიელმა ქომაგმა მოიპარა

სერია A-ს მე-12 ტურში „ნაპოლიმ“ „სასუოლოს“ დამაჯერებლად 4:0 მოუგო, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელია იყო.

„კვარამ“ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლიც გაიტანა.

შეხვედრის შემდეგ სახალისო ფაქტი დაფიქსირდა. ხვიჩა მატჩის დასრულებისას ტრიბუნებთან მივიდა, სადაც ქართველი ქომაგები იყვნენ შეკრებილები და მათი მიმართულებით თავისი მაისური ისროლა, თუმცა სულ ტყუილად. იტალიელმა გულშემატკივარმა ქართველებს დაასწრო და დიდი ბრძოლის შემდეგ მაისურთან ერთად გაიქცა.

 

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლურმა კლუბმა ყველა ტურნირზე ერთად მე-13 მატჩი მოიგო. სერია ა-ში კი სპალეტის გუნდი 32 ქულით ლიდერობს. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 5 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს და მილიტოს ჩამორჩება - ხვიჩას ბრწყინვალე მიღწევა სერია ა-ში
რონალდუს და მილიტოს ჩამორჩება - ხვიჩას ბრწყინვალე მიღწევა სერია ა-ში