ბათუმის დინამო
Aa
Aa

მხიარული მატჩი ბათუმში - დინამომ ლოკომოტივს მოუგო

Crystalbet ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლა ბათუმის „დინამომ“ თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და საკმაოდ მარტივად 4:2 დაამარცხა. გულშემატკივრებმა უხვგოლიანი და საკმაოდ მხიარული მატჩი იხილეს.

ანგარიში მე-14 წუთზე ფლამარიონმა გახსნა. სულ ცოტა ხანში პენალტის ნიშნულიდან მამუჩაშვილმა გაისროლა და სხვაობა 2-ბურთიანი გახდა. პირველი ტაიმი ამ შედეგით დასრულდა.

სტუმრები საკუთარ თამაშს კონტრ-შეტევებზე აგებდნენ და რიგ ეპიზოდებში სახიფათონიც იყვნენ. 48-ე წუთზე ბურთი კახაბრიშვილმა მიიღო, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

რა თქმა უნდა, 1-ბურთიანი უპირატესობა გეგუჩაძის შეგირდებისთვის არაკომფორტული იყო და შეტევაში გააქტიურდნენ. 65-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, ყველაზე მაღლა ტეიდი ახტა და გაიტანა. 82-ე წუთზე, ბათუმელთა სწრაფი კონტრ-შეტევა ვაწაძემ დააგვირგვინა, მაგრამ ბურთი კარის ძელს მოხვდა, შემდეგ პირტახიას და ავტოგოლი გავიდა. საბოლოო წერტილი 90-ე წუთზე დაისვა. „ლოკომოტივმა“ 1 ბურთი გაქვითა. გოლის ავტორი დიასამიძე გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ 32 ტურის შემდეგ, აჭარულ გუნდს 70 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ თბილისის „დინამოს“ 2 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, გეგუჩაძის შეგირდები სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 ოქრო ბოსნიიდან - სულამანიძე და ხარაზიშვილი ევროპის 23-წლამდე ჩემპიონები არიან
2 ოქრო ბოსნიიდან - სულამანიძე და ხარაზიშვილი ევროპის 23-წლამდე ჩემპიონები არიან