კამარას ეფექტური გოლები - თბილისის დინამომ საბურთალოს მოუგო
Crystalbet ეროვნული ლიგა კულმინაციას უახლოვდება. 32-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. ჭიაბრიშვილის გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები დომინირებდნენ, თუმცა ანგარიში მე-20 წუთზე სიხარულიძემ გახსნა. „დინამო“, რა თქმა უნდა, მარცხს არ ეგუებოდა და შეტევაში გააქტიურდა.
24-ე წუთზე ლეგიონერმა კამარამ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმის შედეგი 1:1 დააფიქსირა. მეორე ნახევარში კი 50-ე წუთზე ბრწყინვალე დარტყმით დუბლი შეასრულა და თბილისური კლუბი წინ გაიყვანა.
„საბურთალო“ კონტრ-შეტევაზე ცდილობდა თამაშს, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდიოდა. 56-ე წუთზე მსაჯმა მინდვრიდან გოშთელიანი გააძევა. ზუსტად 1 წუთში გიორგი მოისწრაფიშვილმა 10-კაციან მოწინააღმდეგეს გაუტანა და საბოლოო შედეგი 3:1 დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი სატურნირო ცხრილს 72 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ ბათუმის „დინამოს“ 2 ქულით უსწრებს.