2 ოქრო ბოსნიიდან - სულამანიძე და ხარაზიშვილი ევროპის 23-წლამდე ჩემპიონები არიან
ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ძიუდოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ფინალში ორმა ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა და ორივე ოქროს მედალს დაეუფლა. საუბარი ილია სულამანიძეზე და ნიკა ხარაზიშვილზეა.
ხარაზიშვილმა -90 კგ კატეგორიის ფინალში უკრაინელ მარატ კრიჟანსკის დაუპირისპირდა. ქართველმა ფალავანმა სულ მალე უპირატესობა „ვაზარით“ მოიპოვა, ხოლო სულ მალე „იპონით“ გაიმარჯვა და ოქროს მედალს დაეუფლა.
სულამანიძემ -100კგ კატეგორიის ფინალში უნგრელ ვეშ გომბორი მტკივნეულ ილეთზე დაჭერით და საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ილია ევროპის 23-წლამდე ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
შეგახსენებთ, რომ +100კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის საბა ინანეიშვილი იბრძოდა, რომელმაც გერმანელ იონას შრაიბერს აჯობა. ასევე გეტყვით, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მიხეილ ჯაფარიძე და სოფიო სომხიშვილი დამარცხდნენ.