სპალეტი: “ხვიჩა არის ბრწყინვალე, მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია“
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელმაც გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა სპალეტიმ?
„ჩემს ფეხბურთელებს სპეციალური აპლოდისმენტები ეკუთვნის. დღეს, „სასუოლო“ ორმაგი ყურადღებით თამაშობდა და სწორედ ამიტომ ვუხდი მადლობას ჩემს ფეხბურთელებს. მათ დაფასება დაიმსახურეს. ამ გუნდით ვამაყობ. ასევე ვამაყობ იმ ყველაფრით, რასაც ჩემი ბიჭები აკეთებენ. ეს ძალიან დიდი პროფესიონალების ჯგუფია.
კვარაცხელია არის ბრწყინვალე. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ის დიდებული ბიჭია. ხვიჩა უკან ჩამოდიოდა და მეტოქისთვის ბურთის წართმევას ცდილობდა. ყველაფერი გაცილებით ადვილი ხდება, როდესაც ის დაცვაში ჩამოდის. დიდი მადლობას მას.“
შეგახსენებთ, რომ ნეაპოლურმა კლუბმა ყველა ტურნირზე ერთად მე-13 მატჩი მოიგო. სერია ა-ში კი სპალეტის გუნდი 32 ქულით ლიდერობს. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 5 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.
ხვიჩას ყველა მომენტი "სასუოლოსთან"