ნაპოლი, კრიშტიანუ რონალდუ, ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მილიტო
Aa
Aa

რონალდუს და მილიტოს ჩამორჩება - ხვიჩას ბრწყინვალე მიღწევა სერია ა-ში

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელმაც გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსოფლიოში არაერთი სტატისტიკა ითვლება და გამონაკლისი არც ახლანდელი შემთხვევაა. გამოცემა CalcioNapoli Opta-ზე დაყრდნობით საინტერესო სიახლეს გვთავაზობს.

ცნობილი ხდება, რომ 2004 წლის შემდეგ, სადებიუტო 12 მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია თავისი შედეგით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს და დიეგო მილიტოს ჩამორჩება. ქართველმა ფეხბურთელმა საწყის 12 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. შესაბამისად მან 11 გოლში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება ნახსენებ ორ ფეხბურთელს, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 13 გოლში მიიღო მონაწილეობა, ხოლო „ინტერის“ ყოფილმა თავდამსხმელმა 15-ში.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლურმა კლუბმა ყველა ტურნირზე ერთად მე-13 მატჩი მოიგო. სერია ა-ში კი სპალეტის გუნდი 32 ქულით ლიდერობს. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 5 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

ხვიჩას ყველა მომენტი "სასუოლოსთან"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასუოლო დამარცხებულია - ხვიჩას გოლი, 2 საგოლე პასი და საუკეთესო შედეგი ნაპოლიში
სასუოლო დამარცხებულია - ხვიჩას გოლი, 2 საგოლე პასი და საუკეთესო შედეგი ნაპოლიში