Sofascore - ხვიჩას ყველაზე მაღალი შეფასება ნაპოლიში გადასვლის შემდეგ
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელმაც გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა „ნაპოლის“ ფეხბურთელები შეაფასა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ „პარტენოპეიში“ გადასვლის შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და ის მხოლოდ ოსიმენს ჩამორჩა.
მერეტი(8.5), მარიო რუი(8.3), კიმ მინ-ჯაე(7.5), ჟესუსი(7.0), დი ლორენცო(7.0), ანგისა(7.1), ლობოტკა(7.2), ზიელინსკი(6.4), ლოსანო(7.0), კვარაცხელია(9.0), ოსიმენი(9.3), ზანოლი(6.9), დიეგო დემე(6.8), ნდომბელე(6.7), ელმასი(7.0), რასპადორი(6.6).
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის კვარაცხელიას 16 ჩატარებულ შეხვედრაში ყველა ტურნირზე ერთად 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ჯვაროსნების“ ვარსკვლავმა 18 გოლში მიიღო მონაწილეობა და ასეთი შედეგი მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ სხვა არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ნეაპოლურმა კლუბმა ყველა ტურნირზე ერთად მე-13 მატჩი მოიგო. სერია ა-ში კი სპალეტის გუნდი 32 ქულით ლიდერობს. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 5 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.