ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: სულამანიძე და ხარაზიშვილი ფინალში არიან

ბოსნია-ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში ძიუდოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 2 ქართველი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ნიკა ხარაზიშვილმა (-90 კგ) დაძაბულ ბრძოლაში იპონით სძლია ნიდერლანდელ მარკ ვან დაიკს და ოქროსთვის იბრძოლებს.

რაც შეეხება ილია სულამანიძეს (100 კგ), მან იტალიელ ენრიკო ბერგმანს იპონით სძლია და ფინალშია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირზე 13 ძიუდოისტით არის წარდგენილი. სამწუხაროდ, ჩვენს დელეგაციას ვაჟებში, პირველ ორ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ ეყოლება, გოგონებში კი 7 წონიდან მხოლოდ 3 კატეგორიაში ვიასპარეზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა სათამაშო დროის მიღება გაუჭირდება“ – Juvefc-იმ მამარდაშვილზე დაწერა
„ახლა სათამაშო დროის მიღება გაუჭირდება“ – Juvefc-იმ მამარდაშვილზე დაწერა